ინფორმაცია მე-7 კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით

ინფორმაცია მე-7 კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირები

მე-7 კლასში მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება იწყება  04 აგვისტოს და სრულდება  22 აგვისტოს. 

2025  წლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად (19 ივლისის წერით)  სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება 127   საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 34.7 ქულა ან  მეტი.  

 

2025 წლის შაბათის სკოლის მე-6 კლასის III  მოდულის შემაჯამებელი წერით (28 ივნისის წერით) სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 49  მოსწავლე,  მოსწავლეები რომლებმაც  III მოდულის შემაჯამებელ წერაზე, მიიღეს 39.2  ქულა ან მეტი. 

 

2025-2026  სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 4 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00  საათიდან -  17:00 საათამდე.

 

განცხადების წარდგენის წესი

  • განცხადება იწერება ადგილზე მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.
  • აუცილებელია თან იქონიოთ:
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ასლით),
    • მოსწავლის პირადი ნომერი (გთხოვთ, წინასწარ ამოიწეროთ),
    • ინფორმაცია მოსწავლის ამჟამინდელი სკოლის შესახებ (განცხადება დაგჭირდებათ იმ სკოლაშიც).
  • განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს. სხვა პირები (და, ძმა, ბებია, ბაბუა და სხვ.) არ არიან უფლებამოსილნი, თუკი არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი.

  

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

 

 


ზემოთ