კომაროვის სკოლა მოსწავლეებისათვის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს.


სასტიპენდიო პროგრამის მიზანი კომაროვის განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება, ასევე, კომაროვის სკოლის გამორჩეული ფიგურების პოპულარიზაციაა, შესაბამისად სკოლის მიერ დაწესებული სტიპენდიების უმრავლესობა მათი სახელობისაა:

●      გრიშა წულაიას სტიპენდია;

●      ვალერი მელაძის სტიპენდია;

●      ჯემალ ვეკუას სტიპენდია;

●      ნათელა კოღონიას სტიპენდია;

●      გელა მანელიძის სტიპენდია;

●      ლევან ჯანაშიას სტიპენდია;

●      ჯუანშერ ჯურხაძის სტიპენდია;

●      ჯემალ კიკნაძის სტიპენდია;

●      სიმონიკა სხირტლაძის სტიპენდია;

●      კომაროვის სკოლის ოქროს სტიპენდია.

ამ პროექტის განხორციელებისთვის კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულების, მხარდამჭერებისა და პარტნიორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “კომაროვის სკოლის სტიპენდიების დებულება”. თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტებისა და ჩარიცხვის წესის შესახებ ინფორმაციას იხილავთ მიბმულ ფაილში.

 

წინასწარ  გიხდით მადლობას კომაროვის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

 

 

 

ზემოთ