მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის სწორი პასუხები და პირველადი შედეგები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

 

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის სწორი პასუხები და პირველადი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 


პირველადი შედეგები: 

მე-8 კლასი

მე-9 კლასი

მე-10 კლასი

მე-11 კლასი


სწორი პასუხები: 

მე-8 კლასი

მე-9 კლასი

მე-10 კლასი

მე-11 კლასი


შედეგების აპელაცია მიიღება 26 და 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com

საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 28 აგვისტოს გამოქვეყნდება.


მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 35 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 35-ე შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური 

ქულის 55%-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური 

ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური 

ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 1 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით პირველი შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური 

ქულის 55%-ს მაინც.

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ:

ა) მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები.

ბ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას! 


ზემოთ