კომოროვის სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა კომაროვის კურსდამთავრებულია, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.


ამჟამად სკოლის ბალანსზე ფიზიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის 1 ოქროს, 9 ვერცხლის, 14 ბრინჯაოს მედალი და 16 საპატიო სიგელია. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებზ, ეროვნულ გამოცდებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. წლების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს მრავალი ჯილდო სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა თუ კონფერენციებში.










ზემოთ