1. კლუბის მიზანია დრამატურგიითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებულ მოსწავლეთა აღმოჩენა, მათთვის ამ მიმართულების განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა.
2. კლუბის ფუნქციებია:
ა) მოსწავლეებისთვის დრამატურგიისა და სამსახიობო ოსტატობის საფუძვლების გაცნობა;
ბ) მოსწავლეებისთვის სამსახიობო ოსტატობის განვითარებაში დახმარება;
გ) მოსწავლეების დრამატურგიულ და თეატრალურ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისთვის მომზადება;
დ) სხვადასხვა ფორმატის თეატრალური წარმოდგენების დადგმა;
ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.